საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, რეფინანსირების სესხების დაკავშირება კურსის გაუფასურებასთან სწორი არ არის.
მისი განმარტებით, რეფინანსირების სესხები არის ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ერთ-ერთი მექანიზმი, რომლითაც ბანკების ლიკვიდობის მართვა ხდება.
„ბანკები იყენებენ მას აქტიურად. ის, რომ კომერციული ბანკი იღებს რეფინანსირების სესხებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ბანკს რამე პრობლემები აქვს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.