საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დევნილთათვის 45-ლარიანი დახმარების შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას „ნეგატიურ პიარნაბიჯს" უწოდებს.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, დევნილებს შეშფოთების საფუძველი არ აქვთ.
”ერთ რამეში შემიძლია დაგარწმუნოთ და ყველა დევნილი დავამშვიდო, რომ სამინისტროს ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხები მხოლოდ და მხოლოდ მათ მოხმარდება და არავინ არ აპირებს ამ ბიუჯეტის სხვა რამეში დახარჯვას. აქედან გამომდინარე, დევნილებს არავითარი შეშფოთების საფუძველი არ აქვს. ეს ინფორმაცია ნეგატიური პიარნაბიჯია, რომელიც რეალობას არ შეესაბამება”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.