საქართველო არასოდეს ყოფილა ისე ახლოს ევროპასთან, როგორც დღეს არის, - ეს განცხადება ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა ევროკავშირი-საქართველოს საინფორმაციო კამპანიის გახსნაზე გააკეთა, რომელსაც საქართველოს პრემიერ მინისტრი დაესწრო.
ევროკავშირი-საქართველოს საინფორმაციო კამპანია ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში განხორციელდება.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ იწყება ძალიან მნიშვნელოვანი კამპანია, რომელიც საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპასთან დაახლოების მიზანს მოემსახურება.
„დღეს ჩვენს ქვეყანას ეძლევა შანსი, თავისი უძველესი ისტორიით, კულტურით, უმდიდრესი ტრადიციებით, დაუახლოვდეს თავისუფალ და დემოკრატიულ ევროპულ ოჯახს, საკუთარი წვლილი შეიტანოს მრავალფეროვან, მდიდარ ევროპულ კულტურაში, მშვიდობის განმტკიცებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანეს საქმეში. ჩვენ ძალიან მალე ველოდებით ოფიციალურ თანხმობას, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რაც ევროპასთან დაახლოებისა და ევროპაში ინტეგრირების პროცესის კიდევ ერთი ხელშესახები შედეგი იქნება“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ქეთევან ჩაჩავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.