საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სტრასბურგში საქართველოს მიერ წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატების ჩავარდნასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის მიერ სხვებთან ერთად მის დადანაშაულებას ეხმაურება.
ნანუაშვილი ფიქრობს, რომ თეა წულუკიანმა ან უნდა წარმოადგინოს ამის დამადასტურებელი ფაქტი, ან ბოდიში მოიხადოს.
„ეს არის ცილისწამება. ეს შეფასება არის შეურაცხმყოფელი და გაუგებარი. მე ვფიქრობ, ალბათ, ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ სიტყვაზე. ან უნდა წარმოადგინოს ამის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტი, ან ბოდიში უნდა მოიხადოს.
სახალხო დამცველს აქვს ძალიან დიდი კომუნიკაცია, შეიძლება ითქვას, სისტემატური კომუნიკაცია ევროსაბჭოს სხვადასხვა ორგანოებთან - არაერთი შეხვედრა გამართულა სხვადასხვა საკითხზე, სადაც ჩვენ ვსაუბრობდით იმ ხარვეზებზე, რომელიც არსებობდა კონკრეტულად ამ სიის წარდგენასთან დაკვშირებით", - განაცხადა ომბუდსმენმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
თეა წულუკიანის თქმით, იმისთვის რომ საქართველოს სტრასბურგიდან მოსამართლეთა სია დაბრუნებოდა „ძალიან ბევრმა მოქალაქემ და ოფიციალურმა პირმა იმუშავა".
„დიდი გულისტკივილით ვადევნებ თვალს იმას, რომ საქართველოსთვის, ჩვენი სამშობლოსთვის ამ სიის დაბრუნებას სიხარულის ყიჟინით შეხვდა ”ნაციონალური მოძრაობა”, უფრო სწორად მისი მარტივ მამრავლებად დაშლილი წევრები. ეს არ არის გასაკვირი. ისინი ყოველთვის მუშობდნენ საქართველოს წარუმატებლობისთვის საერთაშორისო ასპარეზზე. ამ სიის საწინააღმდეგოდ იმუშავა ასევე საქართველოს ომბუდსმენმა, რომელიც ცოტა ხნის წინ იყო ჩასული სტრასბურგში და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, რომ არ დაეჭირათ მხარი ამ სიისთვის. ასევე იმუშავა ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, რომელიც ევა გოცირიძის ფოტოებით და მუქარით, რომ იშიმშილებდნენ, ევროპელებს ეუბნებოდა, არ დაუჭიროთ საქართველოს მხარიო. ძალიან ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ და ოფიციალურმა პირმა სამწუხაროდ იმუშავა იმისთვის, რომ საქართველოს გუშინ ეს სია უკან დაბრუნებოდა”, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.