საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევა უმრავლესობისთვის თვითმიზანი არ არის.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე იქნას გადაწყვეტილებები მიღებული.
„ვეტოს დაძლევა არ არის თვითმიზანი. უბრალოდ ღრმად უნდა ჩავიხედოთ, იქნებ, რამე გამოგვრჩა. ყოველ შემთხვევაში, ძალიან კომპეტენტურმა ადამიანებმა, ადმიანების ჯგუფმა, კონსულტანტებმა იმუშავეს იმ კანონის იმ სახეზე, რაც დღეს გაგვაჩია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ საქმის არსიდან უნდა გამოვიდეთ და ინტერესებიდან, რომელიც სახელმწიფოს აქვს და არა ის, რომ მაინცდამაინც ვეტო თუ არის უნდა დაძლიო", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
საქართველოს პრეზიდენტმა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს გადაუგზავნა.
სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი გიორგი მარგველაშვილს ხელმოსაწერად 10 იანვარს გადაეგზავნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.