საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
26-01-2017, 02:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აბას თალებიფართან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

 


მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა შეხვედრისას საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთობების დღის წესრიგი განიხილეს.

 

 

"ხაზი გაესვა მნიშვნელოვნად გააქტიურებულ თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: ეკონომიკის, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, კულტურისა და განათლების სფეროებში. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე და კმაყოფილებით აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოში ირანელ ვიზიტორთა რაოდენობა.

 


შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს.

 


ირანის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

 


საქართველოს პრემიერ მინისტრმა მადლობა გადაუხადა აბას თალებიფარს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და უსურვა მას შემდგომი წარმატებები", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი