საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფმა, განსახილველი საკითხების სიმრავლის გამო, დამატებითი შეხვედრას მართავს.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სხდომის დასაწყისში განმარტა, პირველი შეხვედრისას სამუშაო ჯგუფმა საკითხების დაახლოებით, ნახევარი უკვე განიხილა და ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების მეორე თავის 19-ე მუხლზე გაჩერდა.
საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფმა მუხლობრივი განხილვები მეორე თავის მე-20 მუხლიდან გააგრძელა. დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრები ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა, ადამიანის საკუთრების უფლებრივი მდგომარეობის და თანასწორობის, საგანმანათლებლო და კულტურის განვითარების და საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების საკითხებს განიხილავენ. სამუშაო ჯგუფის სხდომას პარლამენტის წევრები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და კონსტიტუციონალისტები ესწრებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.