საქალაქო სასამართლო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის საქმესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
26-01-2017, 03:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის საქმესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

 


„თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიმართ.

 

 

მხარეთა შორის დავის საგანს ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის საანგარიშო-საარჩევნო სესიის ოქმის და მისგან გამომდინარე შედეგების ბათილად ცნობა წარმოადგენს. ამავე სარჩელით, მოსარჩელემ დააყენა შუამდგომლობა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ.

 

 

2017 წლის 24 იანვარს, სასამართლომ დააკმაყოფილა წარმოდგენილი შუამდგომლობა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბერს გამართული საანგარიშო-საარჩევნო სესიის მიერ არჩეულ პირებს აეკრძალათ ამავე სესიის ოქმით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება და მოქმედებების შესრულება.

 

 

ასევე, შეჩერდა ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 23.12.2016 წ. საანგარიშო-საარჩევნო სესიის ოქმით განსაზღვრული წესდებაში (სარეგისტრაციო მონაცემებში) რაიმე სახის ცვლილებების შეტანა და ამავე ოქმის მოქმედება სადავო საკითხზე სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე და მის კანონიერ ძალაში შესვლამდე.

 

 

ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ საქმეზე მიღებულია საბოლოო გადაწყვეტილება. სასამართლო განმარტავს, რომ მიღებულია შუალედური გადაწყვეტილება - უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დაკმაყოფილების შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მოსარჩელეს შეუძლია მოითხოვოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს დროებით ღონისძიებას და მისი გამოყენება/არ გამოყენება გავლენას არ ახდენს დავის საბოლოო შედეგზე.

 

 

განჩინება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას. განჩინებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა მოპასუხეებისათვის მისი გადაცემის მომენტიდან 5 ხუთი დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში”, - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი