26 იანვარს საბაჟოს საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ღონისძიება თბილისში მიმდინარეობს და მასში მონაწილეობას მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წევრი 180 საბაჟო ადმინისტრაცია იღებს. წელს საბაჟოს საერთაშორისო დღე საერთო სლოგანით „მონაცემთა ანალიზი საზღვრის ეფექტიანი მართვისთვის“ აღინიშნება.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საბაჟოს დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებსა და მებაჟე-ოფიცრებს პროფესიული დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, ასევე, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა, აზერბაიჯანის, უკრაინის, თურქეთის, იტალიისა და მოლდოვის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმღვანელმა პირებმა. შემოსავლების სამსხურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ვლადიმერ ხუნდაძემ ფორუმის ონაწილეებს საბაჟო დეპარტამენტის წლიური ანგარიში წარუდგინა.
„როდესაც საერთაშორისო ვაჭრობაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ინფორმაციის ავტომატიზირებული გაცვლა, რაშიც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული ჩვენს მეგობარს ქვეყნებთან. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. ეს შესაძლებლობას მისცემს ჩვენს სახელმწიფოებს, ერთი მხრივ, უკეთესად მოახდინონ საზღვარზე მოძრავიო საქონლისა და ტვირთის ადმინისტრირება, მეორე მხრივ კი ეს შეამცირებს კერძო სექტორის დანახარჯებს ვაჭრობაში,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს მთავრობის, ბიზნესსექტორის, დონორი ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.