დიმიტრი ქუმსიშვილი: მოსალოდნელია ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ მიმართული ახალი საკანონმდებლო აქტების მიღება
26-01-2017, 03:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის, „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება“ შედეგების შეჯამება გაიმართა.

 


ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მიმართა. მისი განცხადებით, დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გამოირჩევა თავისი ეფექტური საქმიანობით ქვეყანაში. ამავე დროს, პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა სამომავლო გამოწვევებზეც. მისი თქმით, სამომავლოდ, მოსალოდნელია ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ მიმართული ახალი საკანონმდებლო აქტების მიღება, რათა უფრო ეფექტიანად მოხდეს არა მხოლოდ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ მისი პრევენციაც.

 


პირველმა ვიცე-პრემიერმა დადებითად შეაფასა ტრენინგების შედეგები, რომლებიც ჩატარდა პროექტის ფრგლებში. მისი თქმით, ამ ხნის მანძილზე მოხდა საგამოძიებო სამსახურისა და მისი ადამიანური რესურსების, პრაქტიკულად სრული შეფასება, ასევე საკანონმდებლო ბაზის შესწავლა სხვადასხვა მიმართულებით.

 


„საკმაოდ კარგი ინფორმაცია გამოაქვეყნა „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ - კორუფციის ინდექსის“ და „კორუფციის მსოფლიო ინდექსის“ მიხედვით ჩვენ 52-ე ადგილიდან 44-ე ადგილას გადმოვედით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 


ქუმსიშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა ევროკავშირის მხარეს იმისთვის, რომ შეიქმნა შესაძლებლობა, მომხდარიყო როგორც კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, ისე ინსტიტუციონალური დაახლოება და სტანდარტიზაცია.

 


"პროექტის მიზანი იყო ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მხარდაჭერა. პროექტის ფარგლებში შემუშავდა საგადასახადო თაღლითობის, გადასახადებთან და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციები. პროექტის დახმარებით გაუმჯობესდა საგამოძიებო სამსახურის შიდა პროცესები.

 


პროექტი მნიშვნელოვანი იყო, რამდენადაც საგამოძიებო სამსახური საქართველოში ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულების ყველაზე მნიშვნელოვანი საგამოძიებო ორგანოა.

 

 

ფინეთის საჯარო მმართველობის ინსტიტუტი და ჰოლანდიის ფინანსთა სამინისტროს კრიმინალური საგამოძიებო სამსახური ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით მჭიდროდ თანამშრომლობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისათვის ტრენინგებისა და სასწავლო ვიზიტების უზრუნველყოფისა და საგადასახადო და ინტელექტუალური საკუთრების დანაშაულების შესახებ საკანონმდებლო და საგამოძიებო კუთხით რეკომენდაციების შემუშავების გზით.

 


საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი დაიწყო 2015 წლის მაისში და გრძელდება 2017 წლის თებერვლამდე. ევროკავშირის მიერ 1 230 000 ევროთი დაფინანსებული პროექტი წარმოადგენს საქართველოს საჯარო სფეროში გატარებული რეფორმების მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის ნაწილს. საჯარო სამსახურების დაძმობილების ინსტრუმენტი წარმოადგენს ევროკავშირის ინიციატივას ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ბენეფიციარი ქვეყნების საჯარო სამსახურების თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით", - განმარტავენ ფინანსთა სამინისტროში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი