პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არ მონაწილეობს, როგორც კი კონკრეტული საკონსტიტუციო ცვლელებების წინადადებები ჩამოყალიბდება, ადმინისტრაცია მის განხილვაში ჩაერთვება.
"თვითონ საკონსტიტუციო კომისია, რამდენადაც ჩვენ ვიცით, დაკავებულია უამრავი საკითხის განხილვით. იქ წარმოიშვა და წინადადება შევიდა ძალიან ბევრ თემაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვმონაწილეობთ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, ჩვენ თვალ-ყურს ვადევნებთ ამ პროცესებს. როგორც კი ჩამოყალიბდება კონკრეტული საკონსტიტუციო ცვლილებების წინადადებები, ჩვენ, ბუნებრივია, განვიხილავთ მათ და ჩავერთვებით შესაბამის განხილვაში", - განაცხადა ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.