საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი გიორგი ცერცვაძის წინასწარ პატიმრობაში დატოვების შესახებ კიევის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
სააკაშვილმა ვიცე პოლკოვნიკის პატიმრობაში დატოვებას „სამარცხვინო" უწოდა.
„მე ვფიქრობ 3-ში გაუშვებენ, მაგრამ ყოველი დამატებითი დღე პატიმრობის არის სამარცხვინო. დღეს უკვე ჩანს, რომ პრინციპში გაუშვებენ, მაგრამ მე არ მესმის,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
გიორგი ცერცვაძე კიევის სააპელაციო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება ამის შესახებ ცოტა ხნის წინათ გამოცხადდა. მოსამართლეთა კოლეგიამ მორიგი სხდომა 3 თებერვალს ჩანიშნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.