ქართველი სამხედროს, ვიცე პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის წინსაწარ პატიმრობაში დატოვების შესახებ კიევის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ცერცვაძის ადვოკატი ქსენია პროკონოვა ეხმაურება.
„სასამართლომ თავისი უფლებით ისარგებლა, რადგან სააპელაციო სასამართლოს მასალები ამ დრომდე არ მიაწოდეს. თუმცა, მასალების გადმოცემის დაგვიანება ნიშნავს იმას, რომ გია პატიმრობაში რჩება. სამწუხაროდ, ეს მის ჯანმრთელობასა და მის პერსპექტივაზე ცუდად მოქმედებს, რადგან ამ დროის განმავლობაში ის არ იქნება თავისი ოჯახის წევრებთან ერთად და ვერც საკუთარი უფლებების დაცვას შეძლებს. რა თქმა უნდა, მე იმედგაცრუებული ვარ. შემდეგი სხდომა 3 თებერვალს არის ჩანიშნული, რაც იმას ნიშნავს, რომ გია პატიმრობაში კიდევ ერთი კვირა იქნება. მე საქმის მასალების პირველი ინსტანციის სასამართლოდან გადმოცემის დაჩქარებაზე ვიზრუნებ,“ - განაცხადა ქსენია პროკონოვამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
გიორგი ცერცვაძე კიევის სააპელაციო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება ამის შესახებ ცოტა ხნის წინათ გამოცხადდა. მოსამართლეთა კოლეგიამ მორიგი სხდომა 3 თებერვალს ჩანიშნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.