ქართველი სამხედროს, ვიცე პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის წინსაწარ პატიმრობაში დატოვების შესახებ კიევის სააპელაციო სასამრთლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა რურუა გამოეხმაურა. მან მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დააკისრა.
„ეს არის მთლიანად ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლობა, თვითონ ფაქტიც, რომ ჩვენი ელჩი უკრაინაში არ მისულა სასამართლო პროცესზე, მიუთითებს, რამდენად უყურადღებოდ, უგულოდ და ვიტყოდი, მტრულად ექცევიან ჩვენს ჯარისკაცს. ეს არის მთლიანად მათი პასუხისმგელობა. მე მაინც გამოვთქვამ იმედს, რომ გია ცერცვაძე გათავისუფლდება, მაგრამ ის რჩება პატიმრობაში ჯერჯერობით და ეს ძალიან სამწუხაროა და შემაშფოთებელი,“ - განაცხადა რურუამ „რუსთავი 2"-თან საუბრისას.
გიორგი ცერცვაძე კიევის სააპელაციო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება ამის შესახებ ცოტა ხნის წინათ გამოცხადდა. მოსამართლეთა კოლეგიამ მორიგი სხდომა 3 თებერვალს ჩანიშნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.