საბერძნეთის უზენაესმა სასამართლომ უარი განაცხადა იმ 8 თურქი ჯარისკაცის ექსტრადირებაზე, რომლებსაც თურქეთის მთავრობა გასული წლის ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.
აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ჯარისკაცების გადაცემის საკითხმა საბერძნეთში დიპლომატიური დილემა წარმოშვა. ისინი აცხადებდნენ, რომ თურქეთში მათი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იქნებოდა.
8 ჯარისკაცი სამხედრო გადატრიალების მცდელობის პერიოდში საბერძნეთში გადაფრინდა, მაგრამ ისინი ამბობდნენ, რომ გადატრიალების მცდელობაში არ იყვნენ ჩართულნი.
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
2016 წლის 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და პრემიერ მინისტრმა, ბინალი ილდირიმმა აშშ-ში ბაზირებული სასულიერო პირი ფეთჰულაჰ გიულენი დაადანაშაულეს. გიულენმა „უმკაცრესი ტერმინებით დაგმო სამხედრო გადატრიალების მცდელობა“ და „კატეგორიულად“ უარყო მასში ნებისმიერი ჩართულობა.
წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების შემდეგ, თურქეთის ხელისუფლებამ დახურა სკოლები, მედია საშუალებები და ბიზნესები, რომელიც გიულენის მიერ იმართებოდა.
ხელისუფლებამ სამსახურიდან გაათავისუფლა ან უფლებამოსილება შეუჩერა 100 000–ზე მეტ სამხედროს, პოლიციის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელს. სულ მცირე 40 000 ადამიანია დაპატიმრებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.