საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის გუშინ გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას მოსკოვის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად აფასებს. განცხადება ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
„რუსეთის ფედერაციის მიერ ცხინვალის რეჟიმთან ე.წ. “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების” ხელმოწერა არის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს ტერიტორიების ანექსიისაკენ გადადგმული. ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთმა ამგვარი ქმედებით უპასუხა რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებისკენ გადადგმულ ჩვენს არაერთ ნაბიჯს და ჩვენს ძალისხმევას. ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურად ვაფასებთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონთან ამგვარი არალეგიტიმური ხელშეკრულების გაფორმებას. ჩვენ ამ ბოლო თვეების განმავლობაში მაქსიმალურად მოვახერხეთ, რომ მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ დაგმო აღნიშნული ფაქტი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მოხდა ამ ტიპის ხელშეკრულების გაფორმება ჯერ აფხაზეთთან, შემდეგ ცხინვალთან და მთელი მსოფლიო ნეგატიურად აფასებს მას," განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.