ე.წ. კაბელების საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პროკურატურა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.
ბრალდების მხარე არ ეთანხმება მოსამართლეს მუხლის გადაკვალიფიცირების კუთხით, შესაბამისად, პროკურატურა დავას უზენაეს სასამართლოში გააგრძელებს.
”სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა ნამდვილად ჩაიდინეს დანაშაული და რომ მათ მიმართ გამოყენებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით იყო ადეკვატური. რაც შეეხება კვალიფიკაციის შეცვლის გადაწყვეტილებას, ამ ნაწილში ვერ დავეთანხმებით, რადგან ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა კანონის მტკიცებულებებით და არა საქმის შედეგით დაინტერესებული პირების სუბიექტური განწყობით. თუმცა, ჩვენ კოლეგა ადვოკატებს არ დავემსგავსებით და ჩვენ ვერ გავაკეთებთ ისტერიულ განცხადებებს, ჩვენ ვრჩებით სამართლებრივი რეგულაციების ფარგლებში და საქმის განხილვას უზენაეს სასამართლოში გავაგრძელებთ”, - განაცხადა პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა.
სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ დღევანდელ გადაწყვეტილებას დაცვის მხარეც გაასაჩივრებს.
ბრალდებულების ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა განაცხადა, რომ დაცვის მხარე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც თავდაცვის სამინისტროს ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი არა თუ გაუუქმდა, გადაუკვალიფიცირდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანს სასჯელის ვადა შეუმცირა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მუხლი, რომლითაც მსჯავრდებულები გასამართლდნენ, გადაკვალიფიცირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, აღნიშნულის საფუძველზეც მსჯავრდებულებს სასჯელის ვადა შეუმცირდათ.
თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ მაღალჩინოსანს სააპელაციო სასამართლომ სასჯელის სახით ერთი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ყოფილი მაღალჩინოსნები საპატიმროს, დაახლოებით, 2 თვეში დატოვებენ.
ე.წ. კაბელების საქმეზე 2014 წლის 28 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი - არჩილ ალავიძე, გიორგი ლობჟანიძე, გიზო ღლონტი, ნუგზარ კაიშაური და დავით წიფურია დააკავეს. მათ სახელმწიფო ბრალდება საბიუჯეტო თანხების გაფლნგვას ედავებოდა.
ბრალდებულებს, თავდაპირველად, წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ, თუმცა, დაკავებიდან 8 თვის შემდეგ პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართა და პატიმრობის ნაცვლად 10 000-ლარიანი გირაო მოითხოვა.
მოსამართლე დავით ჯუღელმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა.
2016 წლის 16 მაისს კი, თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანი თბილისის საქალაქო სასამართლომ წარდგენილ ბრალში დამნაშავედ სცნო და 7-7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
რაც შეეხება საქმის სააპელაციო სასამართლოში მოხვედრას - ე.წ. კაბელების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში როგორც ადვოკატებმა ასევე სახელმწიფო ბრალდებამაც გაასაჩივრა.
დაცვის მხარე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის შეცვლას და ბრალდებულების გათავისუფლებას, პროკურორები კი მსჯავრდებულებისთვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას ითხოვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.