ლევან იზორია ბალტიის თავდაცვის კოლეჯში ქართველ მსმენელებს შეხვდა
26-01-2017, 13:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ესტონეთის რესპუბლიკაში ვიზიტი ქალაქ ტარტუში მდებარე ბალტიის თავდაცვის კოლეჯში სტუმრობით დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქართულ დელეგაციას სამხედრო სასწავლებლის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ანდის დილანმა უმასპინძლა და კოლეჯის სასწავლო პროგრამებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, შემდეგ კი სასწავლებლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.

 


ტარტუში მდებარე სამხედრო სასწავლებელში სტუმრობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მივლენილ ქართველ მსმენელებთან შეხვედრით გაგრძელდა, რომლებიც ბალტიის თავდაცვის კოლეჯში სამეთაურო-საშტაბო და უმაღლეს სამეთაურო კურსებს ესწრებიან.

 


ლევან იზორიამ ქართველ მსმენელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ უწყების წარმატება სწორედ მსგავსი კვალიფიციური კადრებით არის შესაძლებელი.

 

 

„ეს სასწავლებელი ევროპაში გამორჩეულია, აქ მიღებული კვალიფიკაცია კი, საკმაოდ მაღალი. გვსურს, რომ თავდაცვის სფეროში დაგეგმილი რეფორმები და მომავალი წარმატება სწორედ ასეთი კვალიფიციური კადრებით იყოს განსაზღვრული და განპირობებული. როდესაც ისინი საქართველოში დაბრუნდებიან, ყველანაირ პირობებს შევუქმნით, რომ სწორედ მათთან ერთად განვახორციელოთ დაწყებული რეფორმები“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

 

 

ქართველ სტუდენტებთან შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანი და საქართველოს სამხედრო ატაშე ბალტიის ქვეყნებში, პოლკოვნიკი არჩილ პეტრემღვდლიშვილი დაესწრნენ.

 


უწყების ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციას ქართველმა მსმენელებმა კურსზე დასწრების საკითხთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრებები გაუზიარეს. ბრიგადის-გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას თქმით, ქართველი ოფიცრები და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ბალტიის თავდაცვის კოლეჯში ტაქტიკურ-ოპერატიულ და სტრატეგიული დონის თანამდებობებისთვის საჭირო ცოდნას იღებენ.

 

 

„სტუდენტები მაქსიმალურ ინფორმაციას იძენენ ტაქტიკურ-ოპერატიული, სტრატეგიული დონის თანამდებობებისთვის, ასევე გადიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისა და ლიდერის კურსებს. ქართველი სტუდენტები მომავალში ოპერატიულ-სტრატეგიულ თანამდებობებზე დაინიშნებიან“ - აღნიშნა გენერალური შტაბის უფროსმა.

 


ამჟამად, ბალტიის თავდაცვის კოლეჯში საქართველოს თავდაცვის უწყებიდან სამი ოფიცერი და ორი სამოქალაქო პირი სამეთაურო-საშტაბო და უმაღლეს სამეთაურო კურსს გადის.

 


ესტონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ესტონელ კოლეგასთან მარგუს ცაჰკნასთან და თავდაცვის ძალების უფროსის მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ ენდრეკ სირელისთან შეხვედრები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი