თინათინ ბოკუჩავა: ეკონომიკის მინისტრი ვერ გაექცევა იმ ფაქტს, რომ „გაზპრომთან" დადებული ხელშეკრულება არის წამგებიანი ეკონომიკურად
27-01-2017, 00:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ეკონომიკის მინისტრი ვერ გაექცევა იმ ფაქტს, რომ „გაზპრომთან" დადებული ხელშეკრულება არის წამგებიანი ეკონომიკურად", - აღნიშნული განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ გააკეთა.

 

 

მისი აზრით, იმის თქმა, რომ რუსეთზე საქართველოს დამოკიდებულების ზრდა ქვეყანას წაადგება, პოლიტიკური სიბეცეა.

 


„სრული პოლიტიკური სიბეცეა იმის თქმა, რომ რუსეთზე საქართველოს დამოკიდებულების გაზრდა, მათ შორის ენერგო სექტორში, შეიძლება რაიმე თვალსაზრისით წაადგეს ჩვენს ქვეყანას,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ „რუსთავი 2"-თან საუბრისას.

 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარია განცხადებით, „ძირითადი შეტევები, რომელიც „გაზპრომის“ ხელშეკრულებაზე მოდის მისი პოლიტიკური რისკების ზრდასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება".

 

 

„რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - როდესაც გვაქვს კონტრაქტი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელიც იღებს ვალდებულებას კომერციულ ფასად მოგვაწოდოს ქვეყნისთვის საჭირო გაზი, ნიშნავს იმას, რომ ჩვენი დამოკიდებულება რუსულ გაზზე ამ კონტრაქტის ფარგლებში არის ნული. თუ მოხდა გარკვეული ექსტრემალური სიტუაცია და ჩვენ დაგვჭირდა გაზის შეძენა, მაშინ ჩვენ ამ შემთხვევაშიც გვექნება კომერციული ფასი. აქ პოლიტიკური რისკები არის შემცირებული. ეს რისკები შევამცირეთ იმიტომ, რომ თუ დაგვჭირდებოდა და ჩვენ ვყიდულობდით დამატებით გაზს რუსეთიდან, მისი ფასი არ იყო განსაზღვრული და ეს ფასი იყო საკმაოდ მაღალი. დღეს დაფიქსირდა კომერციული ფასი ვალდებულებების გარეშე, რომ ჩვენ ეს მოცულობა უნდა ვიყიდოთ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ. 



კითხვაზე, თუ რატომ არ გააკეთეს ამ თემაზე მთავრობის წევრებმა განმარტებები პარლამენტში, გახარიამ უპასუხა, რომ ეს დატვირთული გრაფიკის გამო მოხდა. 



„უბრალოდ გადაავლეთ თვალი, მაგალითად, 15 დეკემბრიდან დღემდე აქტივობების და გრაფიკის ნაწილში რა ხდება: იყო ვიზიტები, ჩამოდიოდნენ სტუმრები და ასე შემდეგ. არავის არ უთქვამს, რომ პარლამენტში მისვლის რაიმე პრობლემა არსებობს. ვთქვით, რომ აუცილებლად მივალთ და აუცილებლად გავცემთ ყველა კითხვას პასუხს, არამარტო მე, არამედ ჩემი კოლეგებიც მზად არიან პარლამენტში მისვლისთვის, როდესაც ამის აუცილებლობა იქნება. სულ რამდენიმე ხნის წინ იყო დამტკიცებული მთავრობა, რომელიც მთელი შემადგენლობით იყო პარლამენტში და იქ შეკითხვების მაქსიმალურ რაოდენობას გაეცა პასუხი“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი