ქობულეთის მუნიციპალიტეტში უამინდობამ პრობლემები შექმნა
27-01-2017, 01:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში თოვს. ამ დროისთვის თოვლის საფარი მაღალმთიან სოფლებში - 30 სმ-ს, ხოლო ქალაქში 5 სმ-ს აღწევს. როგორც Guardian.ge-ს ქობულეთის გამგეობიდან აცნობეს, უამინდობას მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყენებია, თუმცა, გარკვეული პრობლემები შექმნა.

 

 

გამგეობის ინფორმაციით, რამდენიმე სოფელში სატრანსპორტო მიმოსვლა შეფერხებულია. გზების გასაწმენდად მთელი დღის განმავლობაში 9 ერთეული სპეც-ტექნიკა იმუშავებს.

 

 

რაც შეეხება ქობულეთი-ოზურგეთისა და ქობულეთი-ბათუმის ცენტრალურ მაგისტრალს, სატრანსპორტო მიმოსვლა შეუფერხებლად არის შესაძლებელი.

 

 

გამგეობის ცნობით, უამინდობის გამო, სოფელ კვირიკეში დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. ამ დროისთვის მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი