შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში არად ბენკოს შეხვდა. შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე შს მინისტრმა და ავსტრიის ელჩმა საქართველოსა და ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროებს, ასევე, ორი ქვეყნის კრიმინალური პოლიციის სამსახურებს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.
როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავსტრიასთან საპოლიციო სფეროში მნიშვნელოვანი საერთაშორისო ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული, რომელთა საფუძველზეც ეფექტური თანამშრომლობა ხორციელდება.
შს მინისტრმა და ავსტრიის ელჩმა პოლიციის ატაშეების საქმიანობა თბილისსა და ვენაში პოზიტიურად შეაფასეს. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ავსტრია ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნებს შორის დაასახელა.
შს მინისტრმა ავსტრიის ელჩს საქართველოს შს სამინისტროში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, რომელიც უწყების ყველა სტრუქტურულ დანაყოფს აერთიანებს.
შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა და არად ბენკომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ვოლფგანგ სობოტკას საქართველოში ვიზიტის დეტალები და ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო გეგმები განიხილეს.
შეხვედრის დასასრულს, გიორგი მღებრიშვილმა, შს სამინისტროს სახელით, ავსტრიის მხარეს მტკიცე მხარდაჭერისა და საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.