ბათუმში დილიდან თოვს. ბათუმის მერის განცხადებით, ქალაქში გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაიწყო. მობილიზებულია შპს „სანდასუფთავების“ და შპს „ბათუმის წყლის“ მობილური ჯგუფები.
მერიის ოფიციალური განცხადების თანახმად, მიმდინარეობს სანიაღვრე ჭების ცხაურებისა და ზღვაში გამსვლელი ყველა არხის გაწმენდა.
გამწვანების სამსახურმა ხეების თოვლის საფარისგან გათავისუფლების ღონისძიებები დაიწყო.
მერიის ინფორმაციით, აირპნევმატიური ნაგებობების ზედაპირის თოვლის საფარისგან გაწმენდა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„უზრუნველყოფილია წნევის საჭირო დონე, ჩართულია და გამართულად მუშაობს გათბობის სისტემა. გატარებულია ინსტრუქციით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებები, რაც, თოვლის დიდი მასის მოსვლის შემთხვევაში, ნეგებობის უსაფრთხოდ დაშვებას უზრუნველყოფს", - განმარტავენ ბათუმის მერიაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.