კომპანია „იფქლის” გენერალური დირექტორის მოადგილე ბაქარ ბაკურაძე აცხადებს, რომ პურზე ფასის მატება დამოკიდებულია იმაზე, შეიცვლება თუ არა ეროვნული ვალუტის კურსი.
როგორც ბაკურაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ამ დროისთვის პურზე ფასის მატება ქვეყანაში არსებული ნედლეულის მარაგის ხარჯზე არ ხდება.
”პურის ტარიფი დამოკიდებულია ნედლეულის ფასზე დოლარის კურსის მატებასთან შესაბამისად. ყველა ინგრედიენტი, რაც პურის წარმოებაში გამოიყენებოდა, ყველაფერზე მომატებულია ფასი. პურის მეწარმეები მაქსიმალურად ვცდილობთ შევინარჩუნოთ არსებული ფასი. არსებობს გარკვეული მარაგები და ვცდილობთ, მარაგების ხარჯზე შევინარჩუნოთ ფასი. იმ შემთხვევაში, თუ არსებული სიტუაცია დასტაბილურდება ამ ნიშნულზე, როგორც დღეს ვიმყოფებით, სავარაუდოდ, შენარჩუნდება პურზე არსებული ფასი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვალუტის კურსი კვლავ შეიცვლება, მაშინ იძულებულები ვიქნებით პურის ფასმაც მოიმატოს”, - განაცხადა ბაქარ ბაკურაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.