ქართველი ვიცე პოლკოვნიკის, პატიმრობიდან გათავისუფლებული გიორგი ცერცვაძის აზრით, „რუსეთის ამოცანაა, პირველ რიგში მაქსიმალურად აიყვანოს ის პირები, ვისაც ქონდა და აქვს ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოებაზე".
როგორც მან „რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა, აღნიშნულის მიზეზი ორია, პირველი - რუსეთს სურს ინფორმაციის მოპოვება, მათ შორის, აგვისტოს ომის საბრძოლო ოპერაციების შესახებ და მეორე, შური იძიოს ყველა იმ ჯარისკაცზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს რუსული შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ იბრძოდა.
„რუსეთის ამოცანაა, პირველ რიგში მაქსიმალურად აიყვანოს ის პირები, ვისაც ქონდა და აქვს ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოებაზე. ანუ სტრატეგიული ობიექტების, საბრძოლო დანაყოფების, სტრუქტურის და ა.შ. ყველაფერზე, რაც საქართველოს საიდუმლოებას წარმოადგენს. მეორე მოტივი ის არის, რომ უნდათ დასაჯონ ის ხალხი, ვინც აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლებში,“ - განაცხადა გია ცერცვაძემ.
გიორგი ცერცვაძე, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, 15 იანვარს უკრაინაში დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენაში ედავება, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა მხოლოდ 13 წლის შემდეგ, 2016 წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა.
ქართველი სამხედროს პატიმრობიდან გათავისუფლება გუშინ მოხდა, თუმცა, მისი რუსეთში საექსტრადიციო წარმოება გრძელდება. ვიდრე ძიება არ დასრულდება, ცერცვაძე უკრაინიდან გასვლა აკრძალული აქვს. ძიების ვადა 40 დღეა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.