საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook -ის საკუთარ გვერდზე პარლამენტის წევრის, ნაულ ჯანაშიას გარდაცვალების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ იგი "იყო ძალიან კეთილშობილი, ჭკვიანი და საინტერესო ადამიანი, რომელსაც ცხოვრების მიზნად სიკეთის თესვა ჰქონდა ქცეული."
"ნაული ჯანაშია იყო პარლამენტის წევრი მარტვილის მაჟორიტარული ოლქიდან. როცა 2012 წელს თითქმის ყველა მაჟორიტარმა გაქუსლა პირველ ადგილზე გასულ პარტიაში, მას ფეხი არ მოუცვლია. ახალმა მთავრობამ ვინ არ გაუგზავნა მას პოლიციით და საგადასახადოთი დაწყებული და ზოგიერთი ღვთისმსახურით დამთავრებული, რათა გადაერწმუნებინათ, მაგრამ ის ყოველთვის მშვიდი და ღირსეული უარით პასუხობდა. ეს იყო ძალიან კეთილშობილი, ჭკვიანი და საინტერესო ადამიანი, რომელსაც ცხოვრების მიზნად სიკეთის თესვა ჰქონდა ქცეული. მის მიერ გაკეთებული სიკეთე კიდევ ძალიან დიდხანს გაგვინათებს გზას," წერს მიხეილ სააკაშვილი.
ნაულ ჯანაშია მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, ორი დღის წინათ გარდაიცვალა. იგი ბოლო ორი მოწვევის პარლამენტში მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი იყო "ნაციონალური მოძრაობიდან".
ნაულ ჯანაშია საქართველოში დაბრუნებამდე ხანგრძლივად მოღვაწეობდა რუსეთში. იყო მოსკოვის ელექტრო მოძრავი ქარხნის დირექტორის მოადგილე უსაფრთხოების დარგში, გენერალური დირექტორის მოადგილე კომერციულ დარგში და კომერციული დირექტორი. მშობლიურ სოფელ დიდ ჭყონში მისი დაფინანსებით აშენდა წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარი, რომელიც 2011 წლის 20 მაისს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აკურთხა. ტაძრის კურთხევის შემდეგ ნაულ ჯანაშიამ guardian.ge -ს განუცხადა, რომ ამ ტაძრის აშენებით მისი დიდი ხნის წინანდელი ოცნება ასრულდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.