გიორგი მარგველაშვილი: ჰოლოკოსტის გამოცდილება ხმამაღლა გვაფრთხილებს - ნებისმიერი სახის შეუწყნარებლობის მიმართ ყურადღების მოდუნებისთვის ძალზე მძიმე ფასის გადახდა მოგვიწევს
27-01-2017, 04:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის მსხვერპლი ექვსი მილიონი ებრაელის, ბოშების, პოლონელების, სერბების, ფერადკანიანების, „არაარიელობის“ ნიშნით გამორჩეული მილიონობით სხვა ეროვნების ადამიანის, მათ შორის, მილიონნახევარი ბავშვის ნათელ ხსოვნას", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის წერილში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

 

„ჰოლოკოსტმა გვაჩვენა, რომ თუკი ადამიანი საკუთარ ქმედებას სხვისადმი სიძულვილს და საკუთარი უპირატესობის რწმენას დაუდებს საფუძვლად, ბოროტებამ წარმოსახვისთვის მიუწვდომელ მასშტაბებს შეიძლება მიაღწიოს.

 


იერუსალიმში ჰოლოკოსტის მუზეუმის მონახულება ჩემთვის ამ ბოროტების ბუნებასთან შემაძრწუნებელ შეხვედრად იქცა, რომელიც არასდროს დამავიწყდება.

 


ჰოლოკოსტის გაკვეთილის დავიწყებას ტრაგიკული შედეგები შეიძლება მოჰყვეს. დღეს, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში კვლავ ვხედავთ ქსენოფობიური ტენდენციების შემაშფოთებელ გაძლიერებას, ჰოლოკოსტის გამოცდილება ხმამაღლა გვაფრთხილებს: ნებისმიერი სახის შეუწყნარებლობის მიმართ ყურადღების მოდუნებისთვის ძალზე მძიმე ფასის გადახდა მოგვიწევს.

 


თითოეული ჩვენგანი, მთლიანად საზოგადოება და განსაკუთრებით - სახელმწიფო, მოვალეა საფუძველშივე წინ აღუდგეს ჩაგვრის, დისკრიმინაციისა და თავისუფლების ხელყოფის ნებისმიერ გამოვლინებას. ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნა გვავალდებულებს, უწყვეტი ძალისხმევა მივმართოთ მშვიდობის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მსოფლიოს შენებისკენ, რათა ჩვენმა შვილებმა, ყველა მომავალმა თაობამ იცხოვროს სამყაროში, სადაც ჰოლოკოსტი შეუძლებელია", - აღნიშნულია პრეზიდენტის წერილში.

 

 

27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი