ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძის საქმეზე დამდგარი რეალობიდან გამომდინარე, არა მგონია შეკითხვა შს მინისტრის პასუხისმგებლობის დაყენების თაობაზე რელევანტური იყოს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
”ჩვენ უკანასკნელი დღეების განმავლობაში ”ნაციონალური მოძრაობის” დანაყოფების მხრიდან ვიხილეთ პიარ სპექტაკლები. ამ საქმეს ჰქონდა მეორე მხარე, სადაც ქართული სახელმწიფო ყველაფერს აკეთებდა ფორმალური და არაფორმალური კონტაქტებით, ასევე კონსულტაციებით და საბოლოოდ ძალიან კარგი იყო ის შედეგი, რომელმაც უზრუნველყო საქართველოს მოქალაქის გათავისუფლება”, - განაცხადა მდინარაძემ.
„ევროპული საქართველოს" წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, გიორგი ცერცვაძის საკითხზე, შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.