ირაკლი ღარიბაშვილი: "ნაციონალებმა" ჩაიყვანეს სამეგრელოში კრიმინალები და მოაწყვეს პროვოკაცია, რასაც არ სჭირდება დრამატიზება
19-03-2015, 01:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდსა და ფოთში მომხდარ ინციდენტებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და ისინი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ განხორციელებულ პროვოკაციად შეაფასა.

 


მთავრობის მეთაურის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, რომლებიც ძალადობდნენ მოსახლეობაზე, მათ შორის ბავშვებზე, დღეს აღშფოთებულები არიან იმ ფაქტით, რომ წინა ხელისუფლების რეჟიმის დროს ჩადენილი სისასტიკის ამსახველი ფილმის ჩვენებას „თავისუფალი ზონის“ მხარდამჭერი რამდენიმე ბავშვი დაესწრო.

 


„მინდა, განმარტება გავაკეთო ზუგდიდში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რადგან ეს თემა განხილვის საგანი გახდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ იქ განვითარებულ მოვლენებს. მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ეს იყო ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია. მათ ფოთში ორგანიზება გაუკეთეს „თავისუფალი ზონის“ მხარდამჭერებს, ახალგაზრდებს, ბავშვებს, სკოლის მოსწავლეებს და მოხდა მათი გამიზნულად მიყვანა ფილმის ჩვენებაზე. შემდეგ აქცენტი გადაიტანეს იმაზე, რომ ჩვენებას სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ და არა იმაზე, რომ ეს საშინელი ძალადობა მათი ხელისუფლების მიერ არის ჩადენილი. ეს ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ თუ როგორ გაბედეს და ბავშვებს აჩვენეს ფილმი, არაფერს ამბობენ იმაზე, რომ ეს ძალადობა მათ მიერ იყო განხორციელებული. მთავარი აქცენტი გადაიტანეს იმაზე, რომ იქ რამდენიმე ბავშვი შეაპარეს „თავისუფალი ზონის“ აქტივისტები და არ საუბრობენ იმაზე, თუ თავად ბავშვებს როგორ ექცეოდნენ ციხეებში, სცემდნენ, ტანჯავდნენ, აუპატიურებდნენ,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 


პრემიერ–მინისტრმა ზუგდიდში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრა და "ნაციონალური მოძრაობა" და "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ხელკეტების გამოყენებაში დადანაშაულა.

 


„იქ იყო სამშვიდობო, საპროტესტო აქცია "ნაციონალური მოძრაობის" და მასთან ასოცირებული ორგანიზაციის ოფისის წინ. მოხდა მიზანმიმართული პროვოცირება, ხელკეტები დაუშინეს და ქვები ესროლეს აივნებიდან. ამის შემდეგ მომიტინგეების რეაქცია იყო ძალიან ცუდი, მაგრამ ამ ხალხს აქვს ღირსება. საზოგადოება 9 წელი ითმენდა ძალადობას მათგან. რა თქმა უნდა, აღმაშფოთებელია, რომ ეს მოქალაქეები სამეგრელოში კიდევ აქტიურობენ. ჩაიყვანეს იქ ვიღაც გაუგებარი ადამიანები, პირდაპირი მნიშვნელობით კრიმინალები, რომელთა წარსული ყველამ იცის და მოაწყვეს პროვოკაცია, რასაც არ სჭირდება დრამატიზება. რა თქმა უნდა, მომხდარი უნდა გამოძიოს შსს-მ და კარგად გაირკვეს, ვინ არის დამნაშავე, მაგრამ ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ეს იყო პროვოკაცია – ხელკეტები დაუშინეს მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს", - განმარტა პრემიერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი