საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ქართველი ვიცე პოლკოვნიკის გიორგი ცერცვაძის საქმეს ეხმაურება.
მისი თქმით, აღნიშნულ საქმეზე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები „ისე იყო ერთმანეთისგან აცდენილი, როგორც ცა და დედამიწა".
„სტანდარტული და კლასიკური მაგალითი მოხდა რაც არაერთხელ მომხდარა საქართველოში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, როდესაც მარჯვენა ხელმა არ იცის მარცხენა რას აკეთებს - ეს ყველაზე კარგ შემთხვევაში. ჩვენ ვნახეთ აღმასრულებელი ხელისუფლების ოფიციალური განცხადებები, იმ სამინისტროების, რომელსაც ეხებოდა ეს საქმე პირდაპირ, შემდეგ პარლამენტის წევრების განცხადებები, რომელიც ისე იყო ერთმანეთისგან აცდენილი, როგორც ცა და დედამიწა. ადამიანი ამბობდა, რაც მე გავიგე ყოველ შემთხვევაში, წავიკითხე არ მომისმენია - პრობლემა არ აქვს, როდესაც ვთანამშრომლობთ ოკუპანტ ქვეყანასთან სამართალდამცავ სფეროში. არადა, პირველ რიგში, აქ გვაქვს სწორედ პრობლემა", - განაცხადა თინა ხიდაშელმა „რუსთავი 2"-თან საუბრისას.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ იყვნენ საქართველოს ხელისუფლებაში ადამიანები, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობენ და ქართველ მებრძოლებზე აწვდიან მათ ინფორმაციას, ხიდაშელი გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ საქართველოს უსაფრთხოების სისტემაში არ არიან გრუ-ს ჩანერგილები.
გიორგი ცერცვაძე, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, 15 იანვარს უკრაინაში დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენაში ედავება, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა მხოლოდ 13 წლის შემდეგ, 2016 წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა.
ქართველი სამხედროს პატიმრობიდან გათავისუფლება გუშინ მოხდა, თუმცა, მისი რუსეთში საექსტრადიციო წარმოება გრძელდება. ვიდრე ძიება არ დასრულდება, ცერცვაძეს უკრაინიდან გასვლა აკრძალული აქვს. ძიების ვადა 40 დღეა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.