ესტონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის მეორე დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ოფიციალური შეხვედრა ესტონელ კოლეგასთან მარგუს ცაჰკნასთან გამართა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საუბრის დასაწყისში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კოლეგას ესტონეთის პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს თავდაცვის უწყებაში გატარებული რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა თავდაცვის სფეროში სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატში საქართველოს მონაწილეობის საკითხი იყო, რაც თავდაცვის სფეროს განვითარების ახალი და ეფექტური მექანიზმი გახდება.
„ძალიან მნიშვნელოვანია სკანდინავია-ბალტიის ქვეყნების და საქართველოს თანამშრომლობის ფორმატი. აღნიშნულ იდეას ესტონეთი ყოველდღიურ ფორმატში უჭერს მხარს. ჩემი აზრით, ამ იდეის წარმატებისთვის პრაქტიკული ქმედებები და გადაწყვეტილებებია საჭირო,“ - განაცხადა მარგუს ცაჰკნა.
“სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნებში თავდაცვის არსებული ფორმატის ფარგლებში საქართველოს მონაწილეობა პოლიტიკურად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რასაც ჩვენ აქტიურად განვიხილავთ. აღნიშნული საკითხი შემდგომი განხილვების ერთ-ერთი თემა იქნება. ვიზიტი ძალიან წარმატებული იყო. ჩვენ მომავალში ამ ქვეყნებთან უფრო მეტ კონკრეტულ წვრთნებს და უფრო კონკრეტულ თანამშრომლობის გეგმებს დავსახავთ,“ - აღნიშნა ლევან იზორიამ.
მინისტრებმა თავდაცვის სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული პროექტების იმპლემენტაციის პროცესს და ამ კონტექსტში ესტონელი ექსპერტის ჩართულობას. ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლების კუთხით გამოცდილების გაზიარებაზე, ერთობლივ სამხედრო სწავლებებში ჩართვასა და და კიბერუსაფრთხოების სფეროში სამომავლო თანამშრომლობაზე.
დღესვე ქართულმა დელეგაციამ ემარის ბაზა მოინახულა, საიდანაც ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცის კონტროლი ხორციელდება. ესტონურმა მხარემ სპეციალურად საქართველოს თავდაცვის მინისტრისთვის საჩვენებელი ფრენა განახორციელა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით სკანდინავისია და ბალტიის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტები დაასრულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.