,,შუახევიჰესის" პროექტის დაფინანსების საბოლოო ფაზის ხელშეკრულებისა და საქართველოს მთავრობასთან მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ პირდაპირი ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია დღეს 20:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ ბათუმში" გაიმართება.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, "შუახევიჰესის" პროექტი საქართველოს ენერგოსისტემაში ყველაზე დიდი საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტია, ჯამური ღირებულებით 400 მლნ აშშ დოლარი.
ხელმოწერის ცერემონიალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფის "TATA POWER"-ის აღმასრულებელი დირექტორი ანილ სარდანა, "ქლინ ენერჯი ინვესტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბარდ მიკელსენი, ,,აჭარისწყალი ჯორჯიას" აღმასრულებელი დირექტორი ბიორნ ბრანზეგი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორი (ენერგეტიკისა და ენერგო გამოყენების ჯგუფი) ნანდიტა პარშადი, IFC -ის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის რეგიონული ხელმძღვანელი ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში ვებკე შლომერი, აზიის განვითარების ბანკის (ADB) გენერალური დირექტორის მოადგილე (კერძო სექტორის პროექტების დეპარტამენტი) მაიკლ ბაროუ დაესწრებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.