პარლამენტში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს
28-01-2017, 03:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებშია შექმნილი, დღეს, პირველ სხდომას მართავს.

 


პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დღევანდელ სხდომაზე ისეთი საკითხების განხილვა მოხდება, რომელიც უმნიშვნელოვანეს სფეროს - კონსტიტუციურ მოწესრიგებას ეხება. „სწორედ აქ წყდება ის ძირითადი საკითხები, რომელიც დაკავშირებულია ხელისუფლების დანაწილების სისტემის ფუნქციონირებასთან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, კიდევ ერთხელ განმარტა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ფორმატი. „სამ ძირითად ეტაპად გვაქვს დაგეგმილი სამუშაო პროცესი. დღეს, განვიხილავთ ინიციატივებს თითოეულ ნორმასთან თუ თავთან დაკავშირებით. მეორე სხდომაზე, დაახლოებით ერთ თვეში, განიხილება პირველადი რედაქცია კანონპროექტის, რომელიც შემუშავდება თქვენი ინიციატივების საფუძველზე. მესამე სხდომაზე კი, რომელიც დაახლოებით ორი თვის შემდეგ ჩატარდება, უკვე კანონპროექტის შეჯერებული ვერსიის რედაქციული განხილვა გაიმართება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

დღევანდელ სხდომაზე, სხვა საკითხებთა ერთად, განხილული იქნება პრეზიდენტის არჩევნებისა და პრეზიდენტის უფლებამოსილებების საკითხები.

 

 

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით 15 დეკემბერს შეიქმნა და მის ფარგლებში ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფია შექმნილი. კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი 2017 წლის 30 აპრილამდე უნდა შეიმუშაოს.

 

კომენტარები: 1
#1   თამაზ
      
ყველა საკითხი პრიორიტეტულია. მხილოდ ვფიქრობ რომ დროში ცოტა არ იყოს გაწელილია, ალბათ შეიძლებოდა 10-15 აპრილამდე დროში ჩატევა...
რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევას, ვფიქრობ ურიგო არ იქნებოდა თვითონ პარლამენტს აერჩია... თვითონ პარლამენტიც ხომ არჩეულია (ანუ ნდობა აქვს გამოცხადებული ხალხისაგან), ეს ზედმეტ საარჩევნო ხარჯებსაც აგვარიდებდა...
კონსტიტუციაში კი ვისურვებდი აღარ მეხილა ისეთი "უცნაურობა", როგორიცაა ბუნებაში არ არსებული ქალაქი "ლაზიკა" და სხვა აბსურდები...
29 იანვარი 2017 07:15
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი