თეა წულუკიანი: პრეზიდენტმა გამოიყენა მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და არ მგონია, რომ ვინმეს რაიმე ტიპის კომენტარი შეეძლოს ამ თემაზე
28-01-2017, 05:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„პრეზიდენტს ყველანაირი დასაბუთების გარეშე აქვს სრული უფლება, შეიწყალოს როგორც დამნაშავე, ასევე ყველა ის პირი, რომელზეც თვითონ თვლის, რომ შეიძლება მტკიცებულებები არ იყოს საკმარისი,“ - განცხადება იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გიორგი მარგველაშვილის მიერ ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით.

 

 

წულუკიანის თქმით, პრეზიდენტმა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გამოიყენა.

 

 

„ასეა თუ ისე, მან გამოიყენა მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და არ მგონია, რომ ვინმეს რაიმე ტიპის კომენტარი შეეძლოს ამ თემაზე,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გუშინ ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებული თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები შეიწყალა.

 

 

ე.წ. კაბელების საქმეზე 2014 წლის 28 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი - არჩილ ალავიძე, გიორგი ლობჟანიძე, გიზო ღლონტი, ნუგზარ კაიშაური და დავით წიფურია დააკავეს. მათ სახელმწიფო ბრალდება საბიუჯეტო თანხების გაფლნგვას ედავებოდა.



ბრალდებულებს, თავდაპირველად, წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ, თუმცა, დაკავებიდან 8 თვის შემდეგ პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართა და პატიმრობის ნაცვლად 10 000-ლარიანი გირაო მოითხოვა.


მოსამართლე დავით ჯუღელმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა.


2016 წლის 16 მაისს კი, თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანი თბილისის საქალაქო სასამართლომ წარდგენილ ბრალში დამნაშავედ სცნო და 7-7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.


რაც შეეხება საქმის სააპელაციო სასამართლოში მოხვედრას - ე.წ. კაბელების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში როგორც ადვოკატებმა ასევე სახელმწიფო ბრალდებამაც გაასაჩივრა.


დაცვის მხარე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის შეცვლას და ბრალდებულების გათავისუფლებას, პროკურორები კი მსჯავრდებულებისთვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას ითხოვდა.

 

 

სააპელაციო სასამართლოში გუშინ გამართულ პროცესზე კი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მუხლი, რომლითაც მსჯავრდებულები გასამართლდნენ, გადაკვალიფიცირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, აღნიშნულის საფუძველზეც მსჯავრდებულებს სასჯელის ვადა შეუმცირდათ. 

 

 

თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ მაღალჩინოსანს სააპელაციო სასამართლომ სასჯელის სახით ერთი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ყოფილ მაღალჩინოსნებს საპატიმრო, დაახლოებით, ორ თვეში უნდა დაეტოვებინათ.

 

კომენტარები: 1
#1   saba12
      
პრეზიდენტიც აგარ კვია ამგ კაცს swrafi sesxebi
29 იანვარი 2017 07:09
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი