სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გიორგი ლუკავასთან დაკავშირებით მისი ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და განმარტებას აკეთებს.
როგორც სუს-ში აცხადებენ, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გიორგი ლუკავას ციხიდან გაყვანის ფაქტს არ ადასტურებს.
„გიორგი ლუკავას მეუღლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გუშინ მივაწოდეთ ევროკავაშირის მონიტორინგის მისიას. მათი მეშვეობით გააქტიურდა ცხელი ხაზი. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება არ ადასტურებს ლუკავას ციხიდან გაყვანის ფაქტს. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ლუკავას საქმეზე მუშაობა გრძელდება“, - აცხადებენ სუს-ში.
გიორგი ლუკავას მეუღლე ლალი ლუკავა აცხადებს, რომ დაკავებული ოჯახს გუშინ ტელეფონით დაუკავშირდა და ინფორმაცია მიაწოდა, რომ ციხიდან მის გადაყვანას აპირებდნენ. აღნიშნულის შემდეგ კი, მისი თქმით, გიორგი ლუკავასთან კონტაქტი არ ყოფილა.
„დაგვირეკა და გვითხრა, რომ გავყავარ, მაგრამ არ ვიცი რა მიმართულებით, მეშინია და წითელი ჯვარი ჩართეთო. ამის შემდეგ ვცდილობ და ვერ ვრეკავ, არ ვიცით სად არის წაყვანილი. გვეშინია, რომ არ მოკლან. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, გალის უშიშროების მინისტრის მოადგილეს ჰყავს ის ციხიდან გამოყვანილი“, - აღნიშნა მან „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
ლალი ლუკავა აცხადებს, რომ მისი მეუღლე დაპატიმრებულია მეომრის სტატუსით და შეფარდებული აქვს უვადო პატიმრობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.