პარტია ’’ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აჭარის ორგანიზაციის წევრები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მიმართავენ და მისგან აჭარაში საკადრო პოლიტიკის გადახედვას მოითხოვენ. მიმართვის ტექსტს ელიზბარ მაკარაძე Facebook--ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
"თქვენ შეიძლება არ იცოდეთ მაგრამ ჩვენ აჭარაში მცხოვრებმა მოქალაქეებმა ვიცით, თუ ვინ რას წარმოადგენს, ძალიან გთხოვთ გაათავისუფლოთ თანამდებობიდან სუსის ახლად დანიშნული ხელმძღვანელი, ბატონი გიორგი პაპუაშვილი და მოადგილე ბუბა ბოლქვაძე.
ზემოთ აღნიშნული პირები წარსულშიც და დღესაც წარმოადგენენ საზოგადოებისათვის მიუღებელ პიროვნებებს, რომლებთანაც ასოცირდება მრავალი დანაშაულებრივი ფაქტი!!!
პაპუაშვილი ვარდების რევოლუციიდან მალევე, 2004 წელს, აჭარის პოლიციის უფროსად დაინიშნა. 2004-2005 წლებში მუშაობდა აჭარის პროკურორადაც. გიორგი პაპუაშვილთან დაკავშირებით ბათუმში იყო სკანდალებიც: 2004 წლის 5 ოქტომბერს დააკავეს ხულოსა გამგებელი - ოთარ ცეცხლაძე და შუახევის გამგებებელი ნოდარ ქარცივაძე. დაკავებულები დანაშაულის არარსებობის გამო 28 ოქტომბერს გაათავისუფლეს. ეს მხლოდ ერთი ფაქტია.
რაც შეეხება ბატონ ბუბა ბოლქვაძეს: ამონარიდი ერთ-ერთი სტატიიდან თვითმართველობის არჩევნების პერიოდიდან: ხულოს მუნიციპალიტეტში გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური, გამგებლობის პოსტის დასაკავებლად "პატრიოტთა ალიანსიდან" ემზარ (ბუბა) ბოლქვაძე და "ქართული ოცნებიდან" ბესიკ ბაუჩაძე იბრძვიან.
იმედია გაითვალისწინებთ ჩვენს აზრს და გატარდება შესაბამისი ღონისძიება თქვენი სამინისტროდან!" - ნათქვამია მიმართვაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.