ქობულეთში დიდთოვლობაა. თოვლის საფარი ქალაქში 40 სანტიმეტრია, მაღალმთიან სოფლებში კი 60-70 სანტიმეტრამდე აღწევს. როგორც Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
„მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები და ელექტრიკოსთა ბრიგადები. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარება.
მუნიციპალიტეტში 11 ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს. იწმინდება ცენტრალური გზები როგორც ქალაქის ტერიტორიაზე, ასევე სოფლების მიმართულებით. ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ მაგისტრალზე სატრანსპორტო მიმოსვლა აღდგენილია, ხოლო ქობულეთი-ოზურგეთის მიმართულებით გადაადგილება შეფერხებულია.
დაბა ჩაქვის, ხალას, ჩაისუბნის, კვირიკეს, დაბა ოჩხამურისა და ემტეესის მოსახლეობას ელექტრო ენერგია შეზღუდულად მიეწოდება. მიმდინარეობს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები. სინოპტიკოსების ინფორმაციით ქობულეთში უამინდობა კიდევ ორ დღეს შენარჩუნდება", - აცხადებენ ქობულეთის გამგეობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.