ჩეხეთის სენატმა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების პროცედურა დაასრულა
19-03-2015, 03:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩეხეთის რესპუბლიკის სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ჩათვლით, რატიფიკაციის საკითხს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური აქვეყნებს.

 


პრეს-სამსახურის ცნობით, პლენარულ სესიაზე, რომელიც 2015 წლის 18 მარტს გაიმართა, სენატორებთან ერთად, სიტყვით გამომსვლელთა შორის იყო ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუბომირ ზაორალეკი, რომელმაც რეკომენდაცია მისცა სენატს რატიფიკაციის პროცესისთვის თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით. მანვე ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის წარმატებულ პროცესზე და შეეხო ქართული სახელმწიფოს ისტორიისა და კულტურის ასპექტებს, რომელიც თანხვედრაშია ევროპულ ფასეულობებთან. ასევე, მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებულ მტკიცე მეგობრულ ურთიერთობებს. აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის პარლამენტი ორპალატიანია და ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, როგორიცაა საერთაშორისო ხელშეკრულებები ან კონსტიტუციური შესწორებები, ორივე პალატის თანხმობას მოითხოვს. მეორე, წარმომადგენლობით პალატაში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს რატიფიკაციის პროცესი. პირველი ეტაპი დასრულებულია და მეორე მოსმენისთვის დოკუმენტი უკვე გადაეცა განსახილველად საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა კომიტეტებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი