ქობულეთის გამგეობა: სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას
29-01-2017, 07:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქობულეთში გადაუღებლად თოვს. სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ამის შესახებ Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.

 

 

მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები, ელექტრიკოსთა ჯგუფები, გამწვანებისა და სანდასუფთავების მობილური ჯგუფები. გამგეობაში შექმნილია ცხელი ხაზი: 595 70 44 00; 599 85 63 74; 599 85 63 73

 


აქტიურად მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარება. საგზაო დეპარტამენტის ორგანიზებით ინტენსიურად იწმინდება როგორც ქალაქის ქუჩები, ასევე სასოფლო გზები.

 

 

ამ დროისათვის მუნიციპალიტეტში 14 ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს. მიმდინარეობს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები. ბოლო მონაცემებით, ელექტროენერგია 6 000-მდე აბონენტს არ მიეწოდება. დაბა ოჩხამურის მოსახლეობას უშუქობის გამო სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება.

 


სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე პირადად აკონტროლებს", - აცხადებენ ქობულეთის გამგეობაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი