ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სულხან ევგენიძის თავმჯდომარეობით სტიქიის საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა. სხდომას აჭარის საგზაო დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჩიქოვანი და უმაღლეს საბჭოში ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი რომანაძე ესწრებოდნენ.
ქობულეთის გამგეობის ცნობით, შეხვედრაზე უამინდობით გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრეს და მათ მოსაგვარებლად სალიკვიდაციო ღონისძიებები დაგეგმეს.
„მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები, ელექტრიკოსთა ჯგუფები, გამწვანებისა და სანდასუფთავების მობილური ჯგუფები. საგზაო დეპარტამენტის ორგანიზებით ინტენსიურად იწმინდება როგორც ქალაქის ქუჩები, ასევე სასოფლო გზები. ამ დროისათვის მუნიციპალიტეტში 14 ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები აქტიურად არიან ჩათულნი სალიკვიდაციო ღონისძიებების განხოციელებაში", - აცხადებენ გამგეობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.