ქობულეთის გამგეობაში სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა, სადაც შტაბის წევრებმა დღის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოები შეაჯამეს და ხვალინდელი სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს.
როგორც Guardian.ge-ს ქობულეთის გამგეობიდან აცნობეს, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„მუნიციპალიტეტში 16 ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს. სისტემატურად იწმინდება როგორც სასოფლო გზები, ასევე ქალაქის ქუჩები. საგანგებო რეჟიმში მუშაობს ელექტრიკოსთა ბრიგადები. ბოლო მონაცემებით 3 000-მდე აბონენტს შეწყვეტილი აქვს ენერგომომარაგება. ინტენსიური თოვის გამო, მაღალმთიან სოფლებში ვერ ხერხდება დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა.
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ცენტრალურ მაგისტრალებზეც. ქობულეთი-ბათუმი და ქობულეთი-ოზურგეთის მიმართულებით ტრანსპორტით გადაადგილება შეფერხებულია.
დიდთოვლობის გამო ქობულეთის მუნიციპალიტეტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. გამგეობაში შექმნილია ცხელი ხაზი: 595 70 44 00; 599 85 63 74; 599 85 63 73.
სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარება გვიან ღამემდე გაგრძელდება", - აცხადებენ გამგეობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.