თბილისში ე.წ. ბავშვთა სამყაროს შენობაში გაჩენილი ხანძარი თითქმის ლოკალიზებულია, თუმცა, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ამ დრომდე განაგრძობენ მუშაობასა და ცეცხლის კერების ლიკვიდირებას.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად, რომელიც დაახლოებით, ღამის 03:00 საათზე გაჩნდა, სავაჭრო ცენტრის შენობა მთლიანად დაიწვა.
დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი აცხადებს, რომ ზარალის ოდენობა საკმაოდ დიდია.
„გამგეობის მასშტაბებს ეს აღემატება. ეს უფრო ფართო მასშტაბის პრობლემაა", - განუცხადა ჟურნალისტებს ადგილზე მისულმა ირმა ზავრადაშვილმა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან ის ადამიანები, რომლებიც აღნიშნულ სავაჭრო ცენტრში მუშაობდნენ.
მათი თქმით, შენობაში ოქროს ნივთებს ინახავდნენ. მათივე ინფორმაციით, ცეცხლი ჯერ შენობის გარეთ - ბაზრობას გაუჩნდა, შემდეგ კი ე.წ ბავშვთა სამყაროს მოედო.
შემთხვევის ადგილზე მივიდა დედაქალაქის მერი დავით ნარმანიაც.
ამ დრომდე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
შემთხვევის გამო გადაკეტილია მიმდებარე ტერიტორია, წერეთლის გამზირზე - დინამოს სტადიონიდან გადაადგილება შეზღუდულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.