თბილისში, ე.წ. ბავშვთა სამყაროს შენობაში მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე განაგრძობენ მუშაობას. ხანძარი ლოკალიზაბულია, თუმცა, ცეცხლის ცალკეული კერების ჩაქრობა გრძელდება.
მასშტაბური ხანძრის შედეგად, რომელსაც მაშველები 8 საათის განმავლობაში აქრობდნენ, სავაჭრო ცენტრის შენობა თითქმის მთლიანად დაიწვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელის, დავით გელაშვილის განცხადებით, ე.წ. ბავშვთა სამყაროს მზიდმა კონსტრუქციამ დაზიანება მიიღო და ამჟამად შენობა ავარიულია.
„ადგილზე მუშაობდა 31 სახანძრო დანაყოფი, თუმცა 5 წუთში, ხანძრის ქრობიდან ცეცხლი გავრცელდა „ბავშვთა სამყაროს“ მთლიან შენობაზე, რომლის ფართი 10 000 კვ. მეტრია, ხოლო ცეცხლის ქრობიდან 10-12 წუთში, 18 000 კვ.მეტრი ღია ცეცხლის ფართობი იწვოდა. ამ მომენტისათვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ცალკეული ობიექტების დამუშავება“, - განუცხადა გელაშვილმა ჟურნალისტებს.
ადგილზე მისული იყო დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, რომელიც მომხდარზე პასუხისმგებლობას დაზარალებული მოვაჭრეების წინაშე ბაზრის ადმინისტრაციას აკისრებს.
„ზარალი არის ძალიან დიდი. ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა და მათი მხრიდან ისმის კითხვები, როგორ მოხდება ზარალის ანაზღაურება. დაზარალებულებისა და ჩვენი მხრიდან მთავარი აქცენტები კეთდება ბაზრობის ადმინისტრაციაზე. ბაზრობის ადმინისტრაციამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ ადამიანების წინაშე. ადმინისტრაცია, პირველ რიგში, პასუხისმგებელია გამოჩნდეს ამ ადამიანებთან, უთხრან მათ, რით შეუძლიათ დაეხმარონ. გამოძიებით უნდა დადგინდეს ხანძრის გამომწვევი მიზეზები. ძალიან ბევრ კითხვას, რომელიც ამ ადამიანების მხრიდან არსებობს, უნდა გაეცეს პასუხი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ე.წ. ბავშვთა სამყაროს ადმინისტრაციის წარმომადგენელთა განცხადებით, შენობის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო.
ადმინისტრაცია განმარტავს, რომ ღამის საათებში დაცვის თანამშორმლები სისტემატურად ამოწმებენ ტერიტორიას, იკეტება ყველა კარი.
ჟურნალისტებთან საუბრისას ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ სავაჭრო ცენტრში მუშაობდნენ და ხანძრის შედეგად დაზარალდნენ, კომპენსაციის გადახდას ადმინისტრაცია ვერ შეძლებს.
ამ დრომდე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
სავაჭრო ცენტრის შენობას ცეცხლი, დაახლოებით 03:00 საათზე გაუჩნდა. სამაშველო ბრიგადები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ ცეცხლის ლოკალიზებას. სამუშაოების შედეგად რამდენიმე მეხანძრე მსუბუქად დაშავდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.