გიორგი ალიბეგაშვილი: როგორც ჩანს, ბავშვთა სამყაროს შენობას დანგრევა დასჭირდება
30-01-2017, 02:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში ე.წ. ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი მივიდა.

 

 

მან ჟურნალისტებთან საუბრისას გამოთქვა ვარაუდი, რომ შენობას დანგრევა დასჭირდება.

 


„ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა - ბავშვთა სამყაროს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც მითხრეს 03:11 წუთზე მოხდა, სამწუხაროდ, გვიან მოხდა ამ ამბის შეტყობინება იმიტომ, რომ უცაბედად გაირკვა, რომ მთლიანად იყო მოდებული. ახლა ეს შენობა არის მთლიანად დეფორმირებული. მეხანძრეები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ ცეცხლის ლიკვიდაცია ბოლომდე შეძლონ. შიგნით შესვლა არ ხერხდება იმიტომ, რომ სინკარები არის დეფორმირებული და ნებისმიერ წუთს შეიძლება ჩამოვრადეს და ტრაგედია დატრიალდეს. როგორც ჩანს, ამას სხვანაირი დამუშავება დასჭირდება. როგორც ჩანს, შენობას დანგრევა დასჭირდება. იმედია, რომ ისინი ჩვენი მხრიდან, მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს მხრიდან, თანადგომას იგრძნობენ", - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

 

 

ადგილზე მისული იყო დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, რომელიც მომხდარზე პასუხისმგებლობას დაზარალებული მოვაჭრეების წინაშე ბაზრის ადმინისტრაციას აკისრებს. 

 

 

თავად ე.წ. ბავშვთა სამყაროს ადმინისტრაციის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ შენობის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო.

 

 

ადმინისტრაცია განმარტავს, რომ ღამის საათებში დაცვის თანამშორმლები სისტემატურად ამოწმებენ ტერიტორიას, იკეტება ყველა კარი.

 

 

ჟურნალისტებთან საუბრისას ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ სავაჭრო ცენტრში მუშაობდნენ და ხანძრის შედეგად დაზარალდნენ, კომპენსაციის გადახდას ადმინისტრაცია ვერ შეძლებს.

 


ამ დრომდე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი