კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სავაჭრო ცენტრების, ბაზრობების დაზღვევა სავალდებულო უნდა გახდეს
30-01-2017, 02:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ფიქრობს, რომ სავაჭრო ცენტრების, ბაზრობების დაზღვევა სავალდებულო უნდა გახდეს.

 

 

კალაძე თბილისში მომხდარ მასშტაბურ ხანძარს გამოეხმაურა და ე.წ. ბავშვთა სამყაროს შენობის დაწვას „ძალიან ცუდი ფაქტი" უწოდა.

 

 

„ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, ძალიან დამთრგუნველია ის ყველაფერი, რაც ვიხილეთ. შევდივარ იმ ადამიანების მდგომარეობაში, ძალიან მძიმეა ეს მათთვის. პირველ რიგში აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება, უნდა გაირკვეს მიზეზები. სამომავლოდ მე ვფიქრობ, ერთგვარი ვალდებულებაც კი უნდა იყოს სავაჭრო ცენტრების, ბაზრობების აუცილებელი დაზღვევა. ვფიქრობ, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და ეს უნდა იყოს კატეგორიული მოთხოვნა, გამკაცრებული უნდა იყოს ამ მიმართულებით მიდგომები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია მომხდარზე პასუხისმგებლობას ბაზრის ადმინისტრაციას აკისრებს.

 

 

ე.წ. ბავშვთა სამყაროს შენობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ სავაჭრო ცენტრში მუშაობდნენ და ხანძრის შედეგად დაზარალდნენ, კომპენსაციის გადახდას ადმინისტრაცია ვერ შეძლებს.

 

 

ე.წ. ბავშვთა სამყაროს შენობას ცეცხლი წუხელ 03:00 საათზე გაუჩნდა. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია, თუმცა, მეხანძრე-მაშველები ცეცხლის მცირე კერების ჩასაქრობად მუშაობას განაგრძობენ. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი