საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადებას უარყოფითად აფასებს.
მისი თქმით, აღნიშნული რეფორმა პარლამენტის მიერ გატარებული უპრეცედენტო რეფორმაა, რომლითვისაც ჩრდილი მიყენების მცდელობას ჰქონდა ადგილი.
„ვეტოს დადებას უარყოფითად შევაფასებდი - ეს შემიძლია ახლავე ვთქვა. რეალურად, ეს უპრეცედენტო რეფორმა იყო, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ გატარდა და ადგილი ჰქონდა გარკვეულ მცდელობას ამ უპრეცედენტო რეფორმისთვის ჩრდილის მიყენების, რაც ნამდვილად დასანანია. დანარჩენი დეტალებია. ჩვენ მსჯელობა გვექნება და ამ კანონპროექტს მომდევნო სესიაზე მივუბრუნდებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი გიორგი მარგველაშვილს ხელმოსაწერად 10 იანვარს გადაეგზავნა. პრეზიდენტმა აღნიშნულ პაკეტს ვეტო დაადო.
მარგველაშვილმა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს 25 იანვარს გადაუგზავნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.