ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უამინდობა შესაძლოა, კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდეს. სინოპტიკოსები ცივ ამინდებს თებერვლის შუა რიცხვებამდე ვარაუდობენ.
მათი განცხადებით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლოა, ჰაერის ტემპერატურა -18 გრადუსამდეც დაეცეს.
მიუხედავად რთული მეტეოროლოგიური პირობებისა საქართველოს გზებზე მთელი ღამის განმავლობაში მოძრაობა შეუფერხებლად მიმდინარეობდა. იყრებოდა ტექნიკური მარილი და იწმინდებოდა გზები. მოძრაობა მხოლოდ რამდენიმე ადგილზეა შეზღუდული, მათ შორის ნაქერალას, ასევე გომბორის საუღელტეხილო მიმართულებებზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.