21 მარტს დაგეგმილ აქციას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართელოში რიჩარდ ნორლანდი გამოეხმაურა. ელჩის თქმით, მნიშვნელოვანია, ადამიანებს გარანტირებული ჰქონდეთ გამოხატვის თავისუფლება, მთავრობას კი ამ გამოხატვის დროს კანონისა და წესრიგის უზრუნველყოფა ევალება.
"ზოგადად, ჩვენი დამოკიდებულება ნათელია. საქართველოში მიმდინარეობს პოლიტიკური პარტიების შორის დებატები, რომელშიც უფრო ინტენსიური ხდება 21 მარტის მოახლოებასთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობაც და ოპოზიციაც მუშაობენ, რომ იყოს პასუხისმგებლობით აღსავსე პოზიცია გამოხატულია ამ აქციის პერიოდში. რასაკვირველია, ძალზე მნიშვნელოვანია, ადამიანებს გარანტირებული ჰქონდეთ გამოხატვის თავისუფლება და მათ შეეძლოთ, თავიანთი პოზიცია მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ. მთავრობას, ბუნებრივად ევალება, უზრუნველყოს კანონი და წესრიგი ასეთი გამოხატულების დროს," განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა დასძინა, რომ მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლების ერთმანეთთან კომუნიკაცია და პროცესების მშვიდობიანად წარმართვის მცდელობა, რასაც ადგილი აქვს, მნიშვნელოვანია, ისევე როგორც აუცილებელია, არავის მიეცეს პროვოკაციის საშუალება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.