თბილისში. ე.წ. ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ცოტა ხნის წინათ დასრულდა, შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუმარტა, ხანძარზე რეაგირება დაგვიანებული არ ყოფილა. მისი თქმით, დაგვიანებული იყო შეტყობინება ხანძრის შესახებ.
„გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 187-ე მუხლით დაიწყო, რომელიც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. შეტყობინება 04.10 საათზე შემოვიდა. 5-6 წუთში ადგილზე იყვნენ 31 მანქანა და 200 კაცამდე მეხანძრე-მაშველი. რაც შეეხება რეაგირების დაგვიანებას, რეაგირება არ ყოფილა დაგვიანებული. დაგვიანებული იყო შეტყობინება. როგორც ჩანს, გვიან შეამჩნიეს ხანძარი. კერა, როგორც ჩანს, არ არის შენობაში. ეს არის ბაზრის ტერიტორიაზე. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები. შსს გააკეთებს მაქსიმუმს, რომ გამოძიება დასრულდეს, რაც შეიძლება სწრაფად და დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება. გამოძიების მსვლელობისას, ბუნებრივია, ჩვენი კონტროლის ქვეშ იქნება შემთხვევის ადგილი. გამოძიება შეისწავლის და აღრიცხავს ყველა დეტალს, დაადგენს ასევე ზარალის ზუსტ ოდენობას და კონკრეტულ დაზარალებულებს”, - განაცხადა მალანიამ.
მოქალაქეები, რომლებიც აღნიშნულ სავაჭრო ცენტრში მუშაობენ, აცხადებენ, რომ მეხანძრეები გამოძახებიდან ადგილზე ნახევარი საათის შემდეგ მივიდნენ.
მოქალქეები ადმინისტრაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ სეიფები, სადაც ოქრო ინახებოდა გადარჩენილია, ხოლო დახლზე დატოვებული პროდუქცია - არა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.