მიხეილ ჯანელიძემ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან შეხვედრა გამართა
30-01-2017, 06:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან შეხვედრა გამართა.

 

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის საკითხები. ქართულმა მხარემ გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობის კუთხით არსებული რთული ვითარების შესახებ. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგის მნიშვნელობაზე.

 


ტორბიორნ იაგლანდმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს უპირობო მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მან ასევე დაადასტურა, რომ საქართველოს საკითხი მუდმივად იქნება ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში და გაგრძელდება საქართველოში კონფლიქტის შესახებ გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის წარდგენა.

 

 

მხარეებმა ასევე განიხილეს 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში სამართლის უზენაესობის განმტკიცებას, ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას და ომით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის პროცესის ეფექტურ განხორციელებას.



შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მიერ ბოლო წლების განმავლობაში გატარებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, აღინიშნა ქვეყნის წარმატებები ამ მიმართულებით. მხარეებმა ასევე ისაუბრეს 2016 წელს საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე, რაც დადებითად იქნა შეფასებული ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ.



საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.



უწყების ინფორმაციით, ვიზიტისას დაგეგმილია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ასევე საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი