გიგა ბოკერია: თვითმმართველობაში უნდა მოვიყვანოთ ხალხი, რომელიც ემსახურება ჩვენს მოქალაქეებს და არა ოლიგარქს
30-01-2017, 06:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთელ ქვეყანაში უნდა გამოვცვალოთ ივანიშვილის რეჟიმი, - აღნიშნული განცხადება  „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პარტიის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

 

 

მისივე თქმით, ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დაიცავს ქვეყნის და თითოეული მოქალაქის თავისუფლებას.

 

 

„ვიწყებთ თვითმმართველობის არჩევნებით, სადაც უნდა მოვიყვანოთ ხალხი თვითმმართველობაში, რომელიც ემსახურება ჩვენს მოქალაქეებს და არა ოლიგარქს. მერე მთელ ქვეყანაში უნდა გამოვცვალოთ ივანიშვილის რეჟიმი და რაც მთავარია, ამის შემდეგ უნდა დავიწყოთ საქმის კეთება ამ ქვეყნისთვის, ძლიერი გუნდით, რომელიც შეზღუდულია კონსტიტუციით და რომელიც არის ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული. ძლიერი გუნდით, რომელიც დაიცავს ჩვენი ქვეყნის, თითოეული მოქალაქის თავისუფლებას და როგორც უკვე ითქვა, თავისუფალი ადამიანები მოიპოვებენ კეთილდღეობას, დაიცავენ საკუთარ უსაფრთხოებას და თავისუფალი ადამიანები უზრუნველყოფენ ეკონომიკურ წინსვლას და ამ ქვეყნის საბოლოო დაბრუნებას თავისუფალ ერთა ოჯახში,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გასულმა გუნდმა დღეს პოლიტიკური პარტია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" დააფუძნა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი